ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საამაყო წარმატება „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში 
12-02-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

სკოლის მოსწავლეები -  ნიკოლოზი კოიძე, პეტრე დარსალია, ლიზა დარსალია, ნიკოლოზ დარსალია, ნია გულუა, ანდრია გულუა, ნიკოლოზი დარსალია, მართა ნაჭყებია და მარია ნაჭყებია დიდი ინტერესით შეუერთდნენ „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. ამასთან, ნიკოლოზ კოიძე საქართველოს მასშტაბით, გამარჯვებულთა შორის მოხვდა, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე მათემატიკის, ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების და ინგლისური ენის ოლიმპიადებში. 

პეტრე დარსალია ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის ოლიმპიადების ლიდერთა ათეულში იკავებს საპატიო ადგილს. ლიზა დარსალიას სახელზეც ორი დიპლომია, რომლებიც ინგლისური ენისა და ქართული ენისა დ ლიტერატურის ოლიმპიადების გამარჯვებულთა ათეულში მოხვედრით დაიმსახურა. 

ნიკოლოზ დარსალია ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის ლიდერთა ათეულშია. ნია გულუა ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ათეულის წევრია. 

ანდრია გულუა კი ინგლისური ენის ოლიმპიადის, საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგების მოსწავლეთა ათეულში მოხვდა. 

მათი წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203