ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მიაგეს
12-02-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.

დავით აღმაშენების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე) პატივი მიაგეს საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს მეფეს - დავით აღმაშენებელს.

ახალგაზრდებმა გელათის მონასტერში მდებარე მისი საფლავი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ღვაწლი ქვეყნის გაძლიერებისა და ერთიანობის საქმეში, ისაუბრეს მის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, ისტორიულ გამარჯვებებზე, რომლებმაც საქართველოს ძლიერებისა და განვითარების საფუძველი შექმნა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება პატრიოტული სულისკვეთებითა და განსაკუთრებული ემოციებით წარიმართა.

„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების გაღრმავებასა და ეროვნული ფასეულობების პატივისცემის განმტკიცებას“,-დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203