ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სვეტლანა აროიანი ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
12-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლა მერვეკლასელმა, სვეტლანა აროიანმა, პედაგოგ არმინე ბადოიანის ხელმძღვანელობით, ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსზე ღირსეულად წარადგინა. 

მოსწავლე ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

„თქვენმა გამორჩეულმა ნამუშევარმა და გამოხატვის ღრმა მხატვრულმა უნარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰოლოკოსტის ხსოვნის შენარჩუნებსა და ისტორიული მეხსიერების დაცვაში“,- ვკითხულობთ სერტიფიკატზე. 

აღსანიშნავია, რომ მერვეკლასელმა და მისმა პედაგოგმა საკონკურსოდ საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადეს, რომელმაც კონკურსის ჟიურის მოწონება დაიმსახურა. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლისა და მისი პედაგოგის წარმატება. 

„ჩვენი სკოლისთვის დიდი პატივია ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა თაობაში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის.

განსაკუთრებულ მადლობას გიხდით მოსწავლეს შრომის დაფასებისა და სერტიფიკატების გადმოცემისთვის.

ასევე მადლობა მინდა გადავიხადო ჩვენი სკოლის მასწავლებელს არმინე ბადოიანს და მერვე კლასის მოსწავლე სვეტლანა აროიანს ასეთი ლამაზი და საინტერესო ვიდეორგოლის მომზადებისთვის და

სკოლის ღირსეული წარდგენისთვის. თქვენი წარმატება თითოეული ჩვენგანის სიამაყეა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ საკონკურსო ნამუშევარი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203