
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მოსწავლე-მასწავლებლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. თარიღთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა - გვანცა პაქსაძემ და მარიამ შავაძემ მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები, დაგეგმეს საინტერესო აქტივობები და თამაშები, რაც მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა.
აქტივობებში ჩართულნი იყვნენ VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეები.
მასწავლებელი მაყვალა საგინაძე მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებს აქტიურობისთვის, ადმინისტრაციას კი მხარდაჭერისთვის.
„მადლობა, მოსწავლეებს, პრეზენტატორებს და სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: