გამოცდაში მონაწილეობის თანხის დაბრუნების პირობები ცნობილია - ვადები და დეტალები
26-02-2026

უცხო ქვეყნების უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის NAEC გამოცდაში მონაწილეობის გადასახადის დაბრუნების შესახებ განმარტავს, რომ თანხა შემდეგ შემთხვევებში დაგიბრუნდებათ: 

  • თუ პირი რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე; 
  • თუ რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება; 
  • თუ არ გამოცხადდა გამოცდაზე. 

სტუდენტმა, თანხის დაბრუნების თაობაზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით 2026 წლის 9 მარტის ჩათვლით (18:00 საათამდე).

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო რეკვიზიტები (ბანკის დასახელება, კოდი, ანგარიშის ნომერი, მფლობელის სახელი და გვარი). 

განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთ თვეში, სტუდენტს თანხა მითითებულ ანგარიშზე ჩაერიცხება.

შესავსები განაცხადის ფორმა 

განცხადების წარდგენა შესაძლებელია თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9), ასევე, რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203