„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - თბილისის N79 საჯარო სკოლის მე-2 კლასელები სლოგანის გარშემო გაერთიანდნენ 
12-02-2026

თბილისის N79 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ მე-2 ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ეკა შერაზადიშვილის ხელმძღვანელობით. 

წიგნის საჯარო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საყვარელი წიგნები წაიკითხეს, იმსჯელეს, გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები და ერთმანეთს წასაკითხი ლიტერატურაც ურჩიეს. 

პედაგოგმა კი მათ წიგნის კითხვის მნიშვნელობა შეახსენა. 

„იკითხე ხმამაღლა,შეცვალე მსოფლიო!“- აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებს წიგნთან მეგობრობა ურჩიეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203