
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის 4 თებერვალს ჩატარებული გამოცდის შედეგები ხელმისაწვდომია ბმულზე.
სტუდენტს შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლია, რომელიც ტესტირების დღეს მიეწოდა.
აპლიკანტს შედეგების გასაჩივრება, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში შეუძლია.