დაშბაშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კითხვის საათი მოეწყო
12-02-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ ბავშვების კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. 

ახლახან, მშობლიური ენის გაკვეთილზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა კითხვის საათი. მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწყვეტები - „სასუნცი დავით“ ეპოსიდან და ერთობლივად იმსჯელეს და გააანალიზეს ეპოსის მთავარი გმირის - დავითის ძალა.

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. ბავშვებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203