
წალკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს, ისაუბრეს რჩეული წიგნებისა და მათი ავტორების შესახებ, დაახასიათეს პერსონაჟები და ერთმანეთს წასაკითხი ლიტერატურაც ურჩიეს.
პედაგოგმა ბავშვებს კითხვის მნიშვნელობა შეახსენა და მოუწოდა დაუმეგობრდნენ წიგნებს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.