
თბილისის N79 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამის დასტურია ის სასწავლო-შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ღონისძიებები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სკოლაში ხშირად ტარდება და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს.
ახლახან, მე-4გ კლასში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა.
მოსწავლეებმა ლიტერატურული ნაწარმოებები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლო მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ, რაც მათ წახალისებას ემსახურება.
იხილეთ ვიდეო: