ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
12-02-2026

თედო ჯღარკავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებდან შთააგონებენ და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები მათ მიერ არჩეული წიგნებიდან. ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე და ერთმანეთს გაუზიარეს საჯაროდ კითხვისას განცდილი ემოციები.

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ერთხმად აღნიშნეს ბავშვებმა და თანატოლებს წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203