ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-2 კლასში დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას ვიქტორინა მიეძღვნა 
12-02-2026

ქუთაისის №37 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საქართველოს ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლის არაერთ კლასში აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - როენა სირბილაძის ხელმძღვანელობით, საინტერესოდ აღნიშნეს თარიღი. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ  დღემ პატარებს კიდევ ერთხელ შეახსენა დავით აღმაშენებლის სიდიადე, მისი თავდადება და სიბრძნე.

მოსწავლეები გულდასმით გაეცნენ მეფის ცხოვრების გზას, მის მოღვაწეობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს.

დავით აღმაშენებლის გახსენება კი ვიქტორინით დაგვირგვინდა, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„დღევანდელი ვიქტორინა იყო ერთგვარი შეჯამება წაკითხულისა, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება დავით აღმაშენებლის სახელისადმი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203