ერკეთის საჯარო სკოლის „ისტორიკოსებმა“ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღნიშნეს
12-02-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოწაფეებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას აქტიურად ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლის „ისტორიკოსებმა“ თებერვლის თვის გამორჩეული თარიღი - დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს. 

მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები სრულყოფილად ასახავდა დიდი დავით აღმაშენებლის უდიდეს ღვაწლს, ქვეყნისათვის გაწეულს

რუბრიკაში - „დიდი ქართველები“ კი ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ქართული უნივერსიტეტის დაარსების უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობაზე.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 901 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203