ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეების - თეკლა დავითიანისა და ემილი გელოვანის წარმატება „ეტალონის“ ოლიმპიადაში
12-02-2026

ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

ოლიმპიადას დიდი შემართებით შეუერთდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თეკლა დავითიანი და ემილი გელოვანი. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. ამასთან საამაყო შედეგები აჩვენა თეკლა დავითიანმა, რომელიც მათემატიკის ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. მას დიპლომი მიენიჭა. 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მოწაფეთა წარმატება ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203