ალათუმანის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
12-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში განხორციელდა პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევები, ფსიქოაქტური ნივთირებების მავნებლობა და მათი პრევენცია“ - პრეზენტაცია. 

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-12 კლასების მოსწავლეები.     

პროექტი განხორციელდა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - სოფო ბერიძისა და ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებლის - სირვარდ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტში განსაკუთრებული როლი ჰქონდა სკოლის ექთანს - ანი ნაჰაპეტიანს, რომელმაც მოსწავლეებთან იმუშავა ჰიგიენურ საკითხებზე და პრაქტიკული რჩევებით ხელი შეუწყო თემის უკეთ გააზრებას. 

მოსწავლეებმა პროექტზე ხალისით იმუშავეს და წარმოადგინეს პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე, მავნე ჩვევების გავლენასა და მათი პრევენციის გზებზე. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა გააცნობიერეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, მიიღეს სიღრმისეული ცოდნა მავნე ჩვევებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზიანის შესახებ, შეისწავლეს მათი პრევენციის პრაქტიკული გზები. 

მათ განივითარეს პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარები, ასევე ჩამოუყალიბდათ პოზიტიური დამოკიდებულება და ჯანსაღი ცხოვრების არჩევის უნარი. 

„მსგავსი სახის აქტივობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების უნარების ჩამოყალიბებას. პასუხისმგებლობის გაზრდას და საკუთარ ჯანმრთელობაზე ინფორმირებულობის ამაღლებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203