
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის მოსწავლე მუხტარ გაჯიევი „ეტალონის“ ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა.
მოსწავლე ოლიმპიადას დიდი შემართებით შეუერთდა და საქართველოს მასშტაბით, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მუხტარ გაჯიევი ინგლისური ენის ოლმპიადის, შესაბამისი კლასის, გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა და საამაყო წარმატების დასტურად დიპლომი მიენიჭა.
მოსწავლის წარმატება სასახელოა მისი სკოლისა და ოჯახისთვის.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.