ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
12-02-2026

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა და მისი უდიდესი ღვაწლი საქართველოს წინაშე.

„ჯერ კიდევ 16 წლისა, 1089 წელს, მას  მეფის გვირგვინი დაიდგა და მთელი ცხოვრება საქართველოს გაძლიერებასა და განვითარებაზე ზრუნვას შეალია. ისტორია მას ასე მოიხსენიებს: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა“. დავით აღმაშენებელი იყო ჭკვიანი, მამაცი და მიზანდასახული მეფე, რომელმაც თავისი იდეები რეალობად აქცია – მისი მმართველობის დროს საქართველო ძლიერი, გაერთიანებული და ეკონომიკურად მყარი ქვეყანა იყო. დღესაც ვოცნებობთ ქვეყნის ერთიანობას და დავითისეული ძლიერების დაბრუნებას“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა შემდეგ კი პედაგოგის დახმარებით მოიძიეს შესაბამისი ვიზუალური და ტექსტური მასალა, დაამუშავეს და შეარჩიეს სანდო ინფორმაცია.

ნასწავლი თემების გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც პრაქტიკულად გამოიყენეს შემდეგი უნარები:

  • დოკუმენტის დასათაურება;
  • დოკუმენტის შენახვა;
  • ფოტოს შემოტანა ტექსტურ დოკუმენტში;
  • ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გაფილტვრა;
  • ტექსტის გაფორმება და განლაგება;
  • ფურცლის ფერის შეცვლა;
  • მოჩარჩოების გამოყენება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილმა ხელი შეუწყო როგორც ციფრული კომპეტენციების განვითარებას, ისე ისტორიული ცნობიერების გაღრმავებას და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203