ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს 
12-02-2026

ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

ოლიმპიადას დიდი შემართებით შეუერთდნენ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარი ჩიტაშვილი, მარიამ ჩიტაშვილი, ხატია თურქიაშვილი და მარიამ მჭედლური. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩიენეს და წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. საამაყო შედეგები აჩვენა მარიამ ჩიტაშვილმა, რომელიც მათემატიკის ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. მოსწავლეს დიპლომი მიენიჭა. 

ლაფანყურის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მოწაფეთა წარმატება ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203