
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან საინტერესო ინიციატივებით. მათი მონდომება სკოლაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, მე-11 კლასის მოსწავლე დათო ბერიძემ სკოლისთვის ვებ-გვერდი შექმნა და საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციაც გამართა.
მე-11 კლასელმა ვებ-გვერდი თანატოლებს გააცნო და ასევე მოსწავლეებს მისცა ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ატვირთონ იდეები და პროექტები და საკუთარი ინიციატივები სასკოლო საზოგადოებას გაუზიარონ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის მონდომება და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: