
დღეს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით „ეს კვოტები დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს და განისაზღვრება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის შესაბამისად - ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდება დედაუნივერსიტეტის მისია და სტატუსი, რომელიც 90-იანი წლებიდან დაკარგა.
ეს რეფორმა აუცილებელია იმისთვის ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ სათანადო განათლება“, - განმარტა კობახიძემ.