ქუთაისის N40 სკოლის მე-3 კლასელები წიგნის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
12-02-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, მასშტაბურად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე. 

მე-3 კლასში (ხელმძღვანელი ც. ვარდოსანიძე) წიგნიერების დღესასწაულს კლასის საათი მიეძღვნა 

მოსწავლეებმა ისაუბრეს რჩეული წიგნებისა და მათი ავტორების შესახებ, დაახასიათეს პერსონაჟები,  დაინტერესდნენ ერთმანეთის წიგნებით და გაუჩნდათ სურვილი მომავალში კიდევ უფრო მეტი იკითხონ, ისწავლონ, რათა გაიუმჯობესონ კითხვისა და გაგება-გააზრების უნარები.

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ ინგა მეტონიძის მე-3 კლასელები. 

პატარებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. ​​ეს იყო მოგზაურობა ლიტერატურულ სამყაროში.

საინტერესო იყო მოსწავლეების მიერ მომზადებული პერფორმანსები. ზოგიერთი მათგანი საკუთარ საყვარელ გმირად გარდაისახა და აუდიტორიას წიგნისეული თავგადასავლები პერსონაჟის პოზიციიდან გაუზიარა. საუბრებმა ავტორებზე, საყვარელ ამბებსა და წიგნიერების როლზე აჩვენა, თუ რამდენად ღრმად ესმით პატარებს ლიტერატურის მნიშვნელობა. ისინი აცნობიერებენ, რომ წიგნი არ არის მხოლოდ ფურცელი, ის ცოცხალი თავგადასავალია.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203