ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების - ომარ და სარა მ.აბდულლატიფმოჰამადების საამაყო წარმატება „ეტალონის“ ოლიმპიადაში 
12-02-2026

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ომარ მ.აბდულლატიფმოჰამადი და სარა მ.აბდულლატიფმოჰამადი „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეები არიან. 

მოსწავლეები 2025 წლის საგნობრივ საშემოდგომო ჩემპიონატს დიდი შემართებით შეუერთდნენ და ბრწყინვალე შედეგიც აჩვენეს.

ომარ მ.აბდულლატიფმოჰამადმა და სარა მ.აბდულლატიფმოჰამადმა საამაყო შედეგები აჩვენეს როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე მათემატიკის, ინგლისური ენისა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადაში. 

სარა მ.აბდულლატიფმოჰამადი მათემატიკის, ინგლისურის, ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადების გამარჯვებულთა ათეულშია. 

ომარ მ.აბდულლატიფმოჰამადი კი ინგლისური ენისა და ლოგიკური აზოვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადების ლიდერთა ათეულში მოხვდა. ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში კი, კლასის მიხედვით, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. 

და-ძმის - სარასა და ომარის წარმატება საამაყოა ოჯახისა და სკოლისთვის. მოსწავლეები საამაყო შედეგებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203