გაიცანით, ნიჭიერი მუსიკოსი, არაერთი კონკურსის გამარჯვებული - დემეტრე გოგოლაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლ​იდან
12-02-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლა დემეტრე გოგოლაშვილს გვაცნობს - მრავალმხრივ ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას.

ის წარმატებით უკრავს საქსაფონსა და ფორტეპიანოზე და არის არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული, რაც მის პროფესიონალიზმსა და თავდადებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც ნიჭიერ მუსიკოსს და ამასთან, პასუხისმგებლობითა და თავმდაბლობით გამორჩეულ პიროვნებას. 

„დემეტრე არა მხოლოდ ნიჭიერი მუსიკოსია, არამედ გამორჩეულია საუკეთესო ადამიანური თვისებებითაც: პასუხისმგებლობით, თავმდაბლობითა და კეთილგანწყობით. ვულოცავთ მიღწევებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203