ფოთის N7 საჯარო სკოლის მე-8 კლასელები ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
12-02-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

2 თებერვალს სკოლაში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

თარიღს მე-8 კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელის - ანა კვასხვაძის ხელმძღვანელობით  გამოეხმაურნენ. მოსწავლეებმა ისაუბრეს ჭაობის მნიშვნელობაზე, მის როლზე ბუნების დაცვაში და იმაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ჭარბტენიანი ტერიტორიების შენარჩუნება.

მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე პირველად 1997 წელს აღინიშნა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები ყოველ წელს აღნიშნავენ.

მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203