დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საამაყო წარმატება „ეტალონის“ ოლიმპიადაში 
11-02-2026

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანასტასია კახბერიძე, მაია ფალიანი, გოჩა თეთრუაშვილი და ლერი გვარლიანი „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული წევრები არიან.

მოსწავლეები 2025 წლის საგნობრივ საშემოდგომო ჩემპიონატს დიდი მონდომებით შეუერთდნენ. ოთხივე მოსწავლემ ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონატის ლიდერთა ათეულში მოხვდა. 

ანასტასია კახბერიძე საქართველოს მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის, შესაბამისი კლასის, ლიდერთა ათეულშია. მაია ფალიანი საპატიო ადგილს მათემატიკის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში იკავებს, გოჩა თეთრუაშვილი გამარჯვებულთა ათეულში ინგლისური ენის ოლიმპიადის შედეგებით მოხვდა, ხოლო ლერი გვარლიანი ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ინგლისური ენების ოლიმპიადების ლიდერებშია. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203