იანეულის  საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა 
11-02-2026

​ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

დღეს, 11 თებერვალს მსოფლიოში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს აქტიურად გამოეხმაურნენ  იანეულის საჯარო სკოლაში.

პედაგოგი მოსწავლეებს ცნობილი ქალი მეცნიერების შესახებ ესაუბრა. ბავშვებმა მათი მიღწევებისა და გამოგონებების შესახებ შეიტყვეს და პრეზენტაციას დიდი ინტერესეით მოუსმინეს. 

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა,  რომლის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და  თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203