ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, წარმატებული „იზრუნელები“ - ნია კუკავა, ბარბარე მარხულია და ელისაბედ ბართია საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
11-02-2026

8 თებერვალს izrune.ge-მ ცოდნის ზეიმი მოაწყო ასობით „იზრუნელისთვის“, მათი მშობლების, სტუმრებისა და განათლებული თაობების გულშემატკივრებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში წარმატებულ „იზრუნელებს“ პერსონალური დიპლომები გადაეცათ. დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“ და გამორჩეულ მოსწავლეთა დამრიგებლები. 

ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ წარმატებული „იზრუნელები“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლიდან - ნია კუკავა, ბარბარე მარხულია და ელისაბედ ბართია. მათ საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიური პორტალის - Izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა პერსონალური დიპლომები გადასცა.

ასევე დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“ - ბარბარე მარხულია და ელისაბედ ბართია. სპეციალური დიპლომი გადაეცა ასევე, მათ დამრიგებელს - ნათელა დანელიას საუკეთესო მოსწავლეების აღზრდისთვის, ცოდნის განმტკიცების ხელშეწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვისთვის.

დაჯილდოების ცერემონიას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს „ეტალონის” და მაღალტექნოლოგიური პორტალის-izrune.ge-ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203