
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, ჩვენი საქართველოს სწავლებისას შესრულებული კომპლექსური დავალება თემაზე - „შექმენით კედლის გაზეთი საქართველოს სხვადასხვა მხარეში გავრცელებულ სპორტულ თამაშობებზე“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს და საინტერესო შემოქმქდებითი პროდუქტიც შექმნეს.
მოსწავლეებმა საკუთარი შექმნილი კედლის გაზეთების პრეზენტაცია გამართეს და საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში გავრცელებულ სპორტულ თამაშობებზე საინტერესოდ ისაუბრეს.
სასწავლო პროცეს ჩვენი საქართველოს მასწავლებელი თამთა ინასარიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: