საინტერესო პროექტ-გაკვეთილი და მოსწავლეთა ლიტერატურული პაექრობა ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 
11-02-2026

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.

​ახალახნ, V კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი რუსული ანბანის თემაზე. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ასო-ბგერები და ერთობლივად შეადგინეს ხელნაკეთი წიგნი, სადაც წარმოდგენილია ანბანის ყველა ასო, მაგალითები და ენის გასატეხები.

ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით თითოეულ ასოზე წარმოადგინეს ლექსები და გამართეს მინი ლიტერატურული პაექრობა.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სკოლის კლუბში, მშობლებისა და პედაგოგების თანდასწრებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო მეტყველების, გამოთქმის, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

აქტივობა პედაგოგ ირინა ხუჯაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203