
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის IVდ კლასში (პედაგოგი ნანა გოგიტაური) საჩვენებელი აქტივობა ჩატარდა თემაზე - „პლანეტები“ .
მე-4 კლასელებისთვის, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ხელოვნებისა და ბუნების ინტეგრირებულ სწავლებას ეფუძნებოდა. ღონისძიებაზე მიწვეულმა ასტროფიზიკოსმა, ლექტორმა ვაჟა ქარუხნიშვილმა, ბავშვებისთვის და მშობლებისთვის ერთსაათიანი საინტერესო ლექცია ჩაატარა. ასტროფიზიკოსმა მოსწავლეებისთვის გასაგები ენით ისაუბრა, რამაც ლექცია ბავშვებისთვის მეტად შემეცნებითად აქცია.
ლექციის შემდეგ კი, უკვე ღამის ცის ქვეშ, სკოლის ეზოდან ტელესკოპის საშუალებით მოსწავლეებს პლანეტებზე დაკვირვება შესთავაზა, რაც ბავშვებისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა.
ღონისძიებას კი წინ უძღოდა ბავშვების ენთუზიაზმით სავსე მუშაობა პროექტზე - „პლანეტები“, ასევე ქვაზე ხატვის აქტივობა. თითოეულმა ბავშვმა თავისი რჩეული პლანეტა წარმოადგინა, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ეფექტურია შემოქმედებითი მიდგომა სწავლის პროცესში.
ბატონმა ვაჟა ქარუხნიშვილმა ბავშვებს დეტალურად განუმარტა მრავალი მნიშვნელოვანი ცნება, პლანეტების განლაგება, შემადგენლობა, მნიშვნელობა და მათი როლი სამყაროში.
აქტივობას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე.
„ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ცოცხალი, შემოქმედებითი და შთამაგონებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეცნიერება რეალურ გამოცდილებად იქცა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: