ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე 95%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა
06-07-2018
ამ წუთებში ზოგადი უნარების გამოცდის პირველი სესია საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 95%-ზე მეტი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი: 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. 6 ივლისის განრიგს ცვლილებები არ შეხებია. კითხვის აქტუალობიდან გამომდინარე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ზოგადი უნარების გამოცდაზე ყველა აპლიკანტი დაწერს ტესტის იმ ვარიანტს, რომელიც უნდა ეწერა თარიღების შეცვლამდე.