
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზი ახალაია „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა.
მოსწავლე 2025 წლის საგნობრივ საშემოდგომო ჩემპიონატს დიდი შემართებით შეუერთდა და ბრწყინვალე შედეგიც აჩვენა.
ნიკოლოზი ახალაია, საქართველოს მასშტაბით, ინგლისური ენის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდა და ასახელა სკოლა და ოჯახი.
აღსანიშნავია, რომ ქვედაჩხოროწყუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.