დმანისის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
11-02-2026

დმანისის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას სკოლაში საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ. 

4 თებერვალს მე-6 და მე-9 კლასებში გამორჩეული გაკვეთილი ჩატარდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღეს გრამატიკის წესები ცოტა ხნით გვერდზე გადადეს და ერთად აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე და საკუთარი წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში. 

მოსწავლეებმა ერთმანეთსა და პედაგოგებს გაუზიარეს თავიანთი საყვარელი წიგნები და მოთხრობები, რომლებმაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

„ხმამაღლა კითხვა ავითარებს მეტყველებას, ინტონაციასა და სწორ გამოთქმას, ამაღლებს თავდაჯერებულობას და ბავშვებს ეხმარება საკუთარი ემოციების უკეთ გააზრებაში. ჩვენი აქტივობის მიზანია, წიგნი ბავშვებისთვის შთაგონების წყაროდ და ახალი სამყაროს აღმოჩენის დასაწყისად იქცეს, და არა ვალდებულებად“,-აღნიშნავენ სკოლაში და ხაზს უსვამენ ღონისძიების მნიშვნელობას. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203