გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
11-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. მოსწავლეებმა ისაუბრეს წაკითხული წიგნების შესახებ და ხმამაღლა წაიკითხეს შერჩეული ეპიზოდები.

მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და თავადვე შეიტანეს წვლილი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203