
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
აღსანიშნავია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება, რომელსაც მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა საყვარელი წიგნებიდან ეპიზოდები ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს კითხვის სიხარული გაუზიარეს.
პედაგოგი კი მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და შეახსენა, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარი და სიხარულის და ფიქრის წყაროა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: