ზედა გორას საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის საინტერესოდ აღნიშვნისთვის დაჯილდოვდა
11-02-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

საქართველოში უკვე მე-11 წელია თებერვლის პირველ ოთხშაბათს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე  აღინიშნება. ამ წამოწყების ინიციატორი არის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც ეხმიანება, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში გამართულ აქტივობებს..

ზედა გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებლების - ირინე მაწკეპლაძისა და ნათია ადეიშვილის ორგანიზებული აქტივობის ფარგლებში, წაიკითხეს საყვარელი წიგნი და დაასკვნეს, რომ წიგნი მართლაც ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც თავად შეგვიძლია ვარგუნოთ საკუთარ თავს (და არამარტო საკუთარ თავს).

„4 თებერვალს განხორციელებულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მსგავსი ინიციატივები ეხმარება საზოგადოებას, კიდევ ერთხელ აღმოაჩინოს წიგნის კითხვისგან მიღებული სიამოვნება და ცოდნის ძალა. წიგნის ხმამაღალი კითხვა ხელს უწყობს აზრთა გაზიარებას და კითხვას სოციალურ ქმედებად აქცევს“,- აღნიშნავენ ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას სკოლაში და დასძენენ, რომ წიგნიერი მომავალი თაობა იქნება უფრო ემპატიური, კრეატიული, სამართლიანი, შრომისმოყვარე, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ვანის მუნიციპალიტეტის ზედა გორას საჯარო სკოლა აღნიშნული აქტივობისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203