წიგნიერების დღესასწაული ქოლობნის საჯარო სკოლაში 
11-02-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას სკოლა შეუერთდა საინტერესო აქტივობით შეუერთდა. 

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან საყვარელი ეპიზოდები ხმამაღლა წაიკითხეს, წარმოადგინეს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოები, ერთმანეთს გაუზიარეს  წაკითხული ტექსტებიდან მიღებული ემოციები და დაამტკიცეს, რომ კითხვა მხოლოდ სასკოლო დავალება კი არ არის, სიხარულის და ფიქრის წყაროა.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ზღაპრის წიგნები, გაჟღენთილი ფერადი და წარმოსახვით სავსე ისტორიებით, გამდიდრებული ილუსტრაციებით.

პედაგოგებმა მოსწავლეებს შეახსენეს, რომ წიგნი ადამიანის ერთგული მეგობარია, ის გვასწავლის ფიქრს, ავითარებს აზროვნებას,  ხელს უწყობს სულიერ და ინტელექტუალურ ზრდას. მსგავსი დღეები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ბავშვისა და მოზარდის ცხოვრებაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ ხელი შეუწყო კითხვის კულტურის განვითარებას, მოსწავლეთა მეტყველებითი უნარების გაუმჯობესებას და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას.

„მადლობა ჩვენს მოსწავლეებს შთამბეჭდავი და შინაარსიანი დღისთვის“,- დასძენენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203