
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია წიგნის კითვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს VIIა კლასის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს წაკითხული წიგნების შესახებ და ხმამაღლა წაიკითხეს შერჩეული ეპიზოდები. ასევე, ქართულის პედაგოგმა მათ წაუკითხა ეპიზოდი რევაზ ინანიშვილის მოთხრობიდან - „ნაწიბურები გულზე“ და ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა შეახსენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, პროფესორი ნათელა კაპანაძე და ქართულის ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენლები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: