
ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას სკოლა შეუერთდა საინტერესო და ემოციური აქტივობით - „დიდები უკითხავენ პატარებს“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო კითხვის პოპულარიზაცია, უფროსი და უმცროსი ასაკის მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება და წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი ლარისა ლიპარტელიანი გახლავთ, 1-ელი კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს მათი ასაკის შესაბამისი საინტერესო ნაწარმოებები.
მეგობრულ და თბილ გარემოში წარიმართა, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებში დიდ ინტერესს და სიხარულს იწვევდა.
„აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ წიგნის კითხვა მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის - ის ხელს უწყობს კითხვის კულტურის განვითარებასა და სასკოლო საზოგადოების გაძლიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ.
იხილეთ ფოტოები: