
„ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
ოლიმპიადას დიდი შემართებით შეუერთდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ხატია გელაძე და გიორგი სესაძე. მოსწავლეებმა ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს.
ხატია გელაძე ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ინგლისური ენისა ოლიმპიადების ლიდერთა ათეულში მოხვდა, ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადაში კი, შესაბამისი კლასის, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.
გიორგი სესაძემ ასახელა სკოლა და ოჯახი და ოლიმპიადაში მიღწეული საამაყო წარმატების დასტურად დიპლომი მიენიჭა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: