ოზნის საჯარო სკოლაში Advent calendar-ის თამაშები მოეწყო
12-02-2026
 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას და მათ მოტივაცია-წახალისებას ემსახურება. 

იანვარში, ოზნის საჯარო სკოლაში გაიმართა Advent calendar-ის თამაშები.

5 დღის განმავლობაში მოსწავლეები ყოველდღიურად ხსნიდნენ თითო კარს, სადაც ეწერა იმ დღის დავალება.

1-ლი დღეს მინი ქვესტი მოეწყო.

მინი ქვესტის პირობა შემდეგი იყო - თოვლის ბაბუამ, თქვენთვის საჩუქარი მოამზადა, თქვენ უნდა იპოვოთ ეს საჩუქარი 

I მინიშნება არის დერეფანში „საქართველოზე“

II მინიშნება არის სკოლის ეზოში - „ხეზე “

III საჩუქარი არის იქ სადაც ჩვენი სკოლის წიგნები ცხოვრობენ.

მე-2 დღის აქტივობა იყო - „ოცნებების ყუთი“

მისი პირობა გახდათ - ყველამ უნდა დაწეროს თავისი ოცნება და ჩაყაროს ყუთში, ყუთს გავხსნით 2026 წლის 25 დეკემბერს.

დღე მე-3 - „გამოიცანით სიტყვები“ შემდეგი პირობით - ერთი მოსწავლე ხსნის სიტყვის მნიშვნელობას, სხვა მოსწავლეებმა კი უნდა გამოიცნონ ეს სიტყვა.

მე-4 დღის აქტივობა იყო - „გამოიცანით შუბლზე დაწერილი სიტყვები“

აქტივობის პირობა შემდეგია - მოსწავლეს შუბლზე აწერია სიტყვა, სხვები უხსნიან სხვადასხვა ხერხით მის მნიშვნელობას, მან კი უნდა შეძლოს მისი გამოცნობა

მე-5 დღე ასევე ქვესტს დაეთმო.

ქვესტის პირობა შემდეგი იყოო : მოსწავლეებმა მინიშნებებით უნდა ამოიცნონ საგნის მასწავლებელი  და მივიდნენ მასთან, შემდეგ კი საგნის მასწავლებლები სვამენ კითხვებს და სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში აძლევენ შემდეგ მინიშნებას და მოსწავლეები განაგრძობენ თამაშს. ბოლო ეტაპია სკოლის დირექტორის ამოცნობა.

Advent calendar-ი მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, გაერთნენ, ბევრიც შეიმეცნეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

დირექტორმა თამაშის ბოლოს ყველა მონაწილე დაასაჩუქრა. 

იხილეთ ვიდეომასალა:

 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203