დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ანდიაშვილი „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულის ღირსეული წევრია
11-02-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ანდიაშვილი „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა. 

მოსწავლე 2025 წლის საგნობრივ საშემოდგომო ჩემპიონატს დიდი შემართებით შეუერთდა და ბრწყინვალე შედეგიც აჩვენა. ბარბარე ანდიაშვილი, საქართველოს მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდა და ასახელა სკოლა და ოჯახი. მისი წარმატება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203