NAEC-ის ახალი დირექტორის ხელფასი 9500 ლარი იქნება - წლიურად 7 მილიონი სსიპ-ის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება
11-02-2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2026 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი ცნობილია.

დოკუმენტით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, განისაზღვრა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ხელფასი 9 500, ხოლო მისი მოადგილის ანაზღაურება 8 500 ლარი იქნება (დირექტორს სამი მოადგილე ჰყავს).

დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი სარგო 8000, ხოლო მიდი მოადგილის ანაზღაურება 7 200 ლარი იქნება, რაც შეეხება სამსახურის უფროსს, მისი ხელფასი 4 040, პირველი კატეგორიის სპეციალისტის ანაზღაურება 4 480, მეორე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი კი 3 520 ლარით განისაზღვრა.

მთავრობის განკარგულებით, ჯამში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის საშტატო ნუსხა 100 დასაქმებულით განისაზღვრება, ხოლო ჯამში წლიურად შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულია 7 მილიონი ლარი.

განკარგულება იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203