
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ვიოლა პარონიანი „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადაში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.
მოსწავლემ, „ეტალონის“ შემოდგომის სეზონის, ინგლისური ენის ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი კლასის მიხედვით, აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.
მოსწავლეს ოლიმპიადაში მიღწეული საუკეთესო შედეგების დასტურად დიპლომი მიენიჭა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.