ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით, კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ
11-02-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

4 თებერვალს სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნინო მორგოშიას ინიციატივით, კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ თემის - „სამეგრელო“ ფარგლებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტი მიზნად ისახავდა საგნისადმი ინტერესის გაღვივებასა და თემის მეტად გააზრებას.

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოზარდებისთვის კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომელთა მიერ მიწოდებული ინფორმაციები დაცული ტერიტორიების შესახებ...შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა.

შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეები ტელესკოპით დაცული ტერიტორიის მობინადრე ფრინველებს დააკვირდნენ. 

გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203