
თბილისის N132 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას აქტიურად ასწავლიან.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სკოლაში პროექტი - „დავით აღმაშენებელი“ ჩატარდა. პროექტის ფარგლებში კი კვირეული მოეწყო.
განხორციელდა შემეცნებითი გაკვეთილები, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული და რუსული სექტორის სამივე საფეხურის მოსწავლეები. პროექტის დასკვნით ეტაპზე, 10 თებერვალს, X-XI კლასებში მოეწყო 4- ნაწილიანი ფილმის - „დავით აღმაშენებელი“ ჩვენება.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
იხილეთ ფოტოები: