
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
სკოლის ბიბლიოთეკარმა, მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მოუყარა თავი, რათა ბავშვებს უფრო მეტად შეეგრძნოთ წიგნის სურნელი. მან მოსწავლეებს მცირე ინფორმაცია მიაწოდა ამ დღის მნიშვნელობაზე.
თითოეულმა მოსწავლემ რჩეული ნაწარმოებიდან ამონარიდი წაიკითხა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმაც წაუკითხა მოსწავლეებს საინტერესო ტექსტი, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
მოსწავლეებმა დახატეს თავიანთი საყვარელი მოთხრობის პერსონაჟები, ასევე დაწერეს სურვილები და დატოვეს ბიბლიოთეკაში.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებს წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს.
სკოლაში მადლობას უხდიან ბიბლიოთეკას და მოსწაველეებს საინტერესო ღონისძიებისთვის.
„მადლობა ჩვენს ბიბლიოთეკარს საინტერესო აქტივობისათვის. მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, თქვენს მოსმენას არაფერი სჯობს“,- აღნიშნავენ სკოლაში.