
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას მათემატიკის წრის მოსწავლეები შეუერთდნენ, მათ საკუთარი ხელით დაამზადეს წიგნები, სადაც შეიტანეს საინტერესო ფაქტები მათემატიკაზე და პატარა მათემატიკოსებზე. შემდეგ ხმამაღლა წაიკითხეს და საჩუქრად უმცროს მეგობრებს გადასცეს.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებს ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის იყო ძალიან საინტერესო და სახალისო.
სკოლაში მადლობას უხდიან მათემატიკის მასწავლებელ მედეა ტრამაკიძეს საინტერესო აქტივობის ორგანიზებისთვის.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ფოტოები: