
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
სკოლას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ანდრანიკ ბაღდასარიანი სტუმრობდა. გაიმართა გაცნობითი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან.
ანდრანიკ ბაღდასარიანი მსმენელებს ესაუბრა სახალხო დამცველის მანდატის და ოფისის საქმიანობის შესახებ, ბავშვის უფლებებზე, ძალადობის სახეებზე და ადრეულ ასაკში ქორწინებაზე.
მოეწყო კითხვა-პასუხი. მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
სკოლაში მადლობას უხიდან სახალხო დამცველის წარმომადგენელს საინტერესო საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებისთვის.
„მადლობა ჩვენს სტუმარს - სახალხო დამცველის წარმომადგენელს - ანდრანიკ ბაღდასარიანს საინტერესო შეხვედრისათვის! მადლობა ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: