წალკის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
10-02-2026

წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას მე-5 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლილი ზოიძის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში თავადაც შეიტანეს წვლილი. 

პედაგოგმა კი მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა შეახსენა და კიდევ ერთხელ წაახალსა იკითხონ რაც შეიძლება მეტი. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203